понедельник, 9 июля 2018 г.

ისტის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში



  ისტის გამოყენება საგაკვეთილო პროცესს საინტერესოს ხდის, გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე სამყარო ტექნოლოგიებთან ძალიან მეგობრობს, მოსწავლეთათვის მათი საშუალებით ცოდნის მიღება უფრო მრავალფეროვანია. გაკვეთილისათვის მოვიძიებ სასურველ მასალას ინტერნეტიდან. ხშირად მივმართავ პროგრამას ,,MICROSOFT POWERPOINT -ს", რომლის მეშვეობითაც წარმოვაჩენ სასწავლო მასალას.



ჩემი პორტფოლიო





რეფლექსია


                       ტრენინგი  ,,ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პ როცესში'' იყო მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი. ნაყოფიერი იყო ეს ტრენინგი იმითაც, რომ შევადგინეთ გაკვეთილის გეგმა შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (პრეზენტაციით, ცხრილით, რუბრიკა/შეფასების სქემით) შევქმენით ბლოგი და განვათავსეთ მასზე აღნიშნული გაკვეთილის გეგმა. იგივე შეიძლება ითქვას სასწავლო პროექტზე, რომელიც ასევე განვათავსეთ ბლოგზე შესაბამისი ციფრული ობიექტებით.