სასწავლო პროექტი


პროექტის გეგმა

1.       პროექტის სახელწოდება: ნიკოლოზ ბარათაშვილი
2.       პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეები გაეცნონ ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიას და შემოქმედებას.
3.       პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს ვაჩვენოთ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი არის რეალური პიროვნება, მისი ღირსებებით, დამსახურებებით, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა სასკოლო  ექსკურსია ნიკოლოზ ბარათაშვილის განახლებულ სახლ- მუზეუმში და შემდეგ მოსწავლეებმა გააკეთონ პრეზენტაცია და ასევე, მოაწყონ პოეზიის საღამო.
4.       პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების, კვლევისა და საპრეზენტაციო უნარის განვითარება. სასწავლო რესურსის შექმნა სლაიდების სახით.
5.       მონაწილეთა ასაკი: 16
6.       ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე
7.       მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრების და შემოქმედების საფუძვლიანად  შესწავლა/ პრეზენტაცია, პოეზიის საღამო, პოსტერი, გამოფენა, ბუკლეტი.
8.     პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი,  საჯარო ბიბლიოთეკა და სხვა.
9.       პროექტის მსვლელობა:  მოსწავლეებს გავაცანი,  რომ უნდა შექმნან პრეზენტაცია ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე.  მოსწავლეები ცდილობდნენ ღრმად ჩასწვდომოდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიას, ეპოვათ მათთვის უცნობი დეტალები. გაეცვნენ სხვადასხვა წყაროებს, შეაჯერეს, ამოკრიბეს მნიშვნელოვანი. მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულები, თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. პროექტის აქტუალობის გაცნობა -  მოსწავლეებს განუმარტე, რომ სახლ-მუზეუმში სტუმრობა დაეხმარებათ, რომ კარგად  ჩაატარონ პოეზიის საღამო  და წაიკითხონ ნიკოლოზ ბარათაშვილის შესანიშნავი შემოქმედების რამდენიმე ლექსი. მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოფენა, დამზადეს ბუკლეტები და პრეზენტაცია ( ნიკოლოზ ბარათაშვილი - რომანტიკოსი).

10.   საგანთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ისტი, ხელოვნება.
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.

·         საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;

           
ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.  
·         ამზადებს ტექსტს წინასწარ, აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას და მოიპოვებს დამხმარე  (მაგალითად, ვიზუალურ) მასალას საპრეზენტაციოდ;
·         ძირითადი იდეისა თუ ინფორმაციის ანალიზისთვის მოიპოვებს საჭირო მასალას სხვადასხვა საშუალების (მაგ., თვალის გადავლების, ხელახალი წაკითხვის, ამონაწერების და შენიშვნების ამოკრების და სხვ.) გამოყენებით;

11.   პროექტის ხელმძღვანელი: ეკა ხანიშვილი
12.  ხელმძღვანელის ელფოსტა: khanishvilieka@gmail.com
13.   პროექტის ვებგვერდი/ ბლოგი: https://ekakhanishvilimeoredone.blogspot.com/



Комментариев нет:

Отправить комментарий