გაკვეთილის
გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ეკა ხანიშვილი
საგანი: ქართული
ენა და ლიტერატურა
გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი
კომპეტენციები - მედეაწიგნიერება
სწავლების საფეხური/ კლასი: საშუალო, მე -11 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 24 მოსწავლე
გაკვეთილის თემა: ალექსანდრე
ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“
წინარე ცოდნა : მოსწავლეებმა
იციან ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ
ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ ტექსტის
რამდენიმე ეპიზოდის გადმოცემა, ნანახი ფილმიდან
შესაბამისი ეპიზოდების განხილვა და მათი ერთმანეთს
შედარება, ანალიზის გაკეთება, შეფასება და
დასკვნების გაკეთება.
შედეგი: მოსწავლეებმა
შეძლეს ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ ტექსტის რამდენიმე ეპიზოდის გამოცემა.
მათ კარგად გაართვეს თავი ნანახი ფილმიდან ეპიზოდების განხილვას , ერთმანეთს შეადარეს,
ანალიზი გააკეთეს, იმსჯელეს და გამოიტანეს დასკვნები.
სტანდარტი
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი
გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მკაფიოდ, ცხადად და გასაგებად აყალიბებს
განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
·
საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად
იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული
კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან,
სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა.
შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;
ქართ.
XI. 3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს
და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს და იყენებს ზეპირი ენის რიტორიკულ საშუალებებს: ამა თუ იმ პიროვნების
ან ფაქტის შთამბეჭდავად დახასიათება, დამაჯერებელი არგუმენტაციით მსმენელის დარწმუნება,
კონკრეტული მოვლენის ან პიროვნების განსჯა (გამართლება / გამტყუნება, გამამართლებელი
/ გამამტყუნებელი არგუმენტის ან საბუთის მოძიება და წარმოდგენა, მოსმენილი ტექსტის
ფარგლებში ტყუილის დადგენა და გამოაშკარავება);
ქართ. XI. 5. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების,
იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
შეაფასებს ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს ამავე ეპოქის
სოციალურ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით;
·
ამოიცნობს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს
სხვადასხვა ნაწარმოებში და შეაფასებს ამავე ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა
და ფასეულობების კონტექსტში.
ქართ.
XI. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს,
როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის
დროს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გამოყოფს ტექსტში მხატვრული კონფლიქტის
განვითარების საფეხურებს (კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია, კვანძის
გახსნა);
·
მსჯელობს ნაწარმოების სტრუქტურული
ელემენტების (ექსპოზიცია, პროლოგი, ეპილოგი, რეტროსპექცია) დანიშნულებაზე.
n
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
მასწავლებელი ესალმება კლასს დააცნობს
გაკვეთილის მიზანს და შეფასების რუბრიკას.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელ კლასთან
|
გაკვეთილის მიზნები, შეფასების
რუბრიკა.
|
2 წთ
|
2
|
2.მასწავლებელი აკეთებს მინი ლექციას , პრეზენტაციის
საშუალებით.
|
დემონსტრირება
|
მთელ კლასთან
|
პრეზენტაცია, პროექტორი, კომპიუტერი
|
7 წთ
|
3
|
მასწავლებელი
ხევისბერი გოჩას რამდენიომე ეპიზოდს აყურებინებს მოსწავლეებს პროექტორით
|
მთელ
კლასთან
|
პროექტორი,
კომპიუტერი
|
2წთ
|
|
4
|
მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს
ტექსტის და ნანახი ფილმის ერთმანეთს შედარებას, ანალიზის გაკეთებას, შეფასება და დასკვნების
გაკეთებას. პარალელურად მასწავლებელი აკვირდება, მათი მუშაობის
შედეგებს ინიშნავს დაკვირვების ჩეკლისტში, აძლევს შესაბამის უკუკავშირს.
|
წყვილები
|
წყვილებში
|
სახელმძღვანელო,
თაბახის ფურცლები, კალამი, ფლირჩატები, ფლომასტერები.
|
15 წთ
|
5
|
მოსწავლეები შექმნილ წყვილები აკეთებენ
პრეზენტაციას.
|
პრეზენტაცია
|
წყვილები
|
ფლირჩატები, ფლომასტერები.
|
15 წთ
|
6
|
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს
და თემის შეჯამების მიზნით მოსწავლეებს სთხოვს შეავსონ თვითშეფასების ბარათები
|
თვითშეფასება
|
ინდივიდუალური
|
თვითშეფასების ბარათები
|
2 წთ
|
7
|
მასწავლებელი მოსწავლეების
ყურადღებას ამახვილებს შეფასების კრიტერიუმებზე და აძლევს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას
კრიტერიუმებზე დაყრდნობით
|
შეფასების რუბრიკა, განმავითარებელი
და განმსაზღვრელი შეფასება
|
მთელ კლასთან
|
შეფასების რუბრიკა
|
2 წთ
|
Комментариев нет:
Отправить комментарий